თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელნაკეთი საპნების საწარმოს ესტუმრნენ
13-02-2023
თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „ახალი სიცოცხლე“ ლიდერი და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე, ინდივიდუალურ მეწარმე - თამარ მიქელაძეს ესტუმრნენ.
ჯგუფური ვიზიტი, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამარი ხელნაკეთ საპნებს „კუმპას“ აწარმოებს. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიც არის, საპნის წარმოება და ბიზნესის თავისებურება.
მეწარმემ მოსწავლეებს შესთავაზა, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში, საწარმოში გაიარონ სტაჟირება.
მოსწავლეებმა მიღებული ცოდნით მოამზადეს პრეზენტაცია და თანატოლებს გაუზიარეს.
შეხვედრა 31 იანვარს შედგა. ფასილიტაცია ზეინაბ კაკალაშვილმა უზრუნველყო.