„ჩონჩხი და ვარჯიში“- საჩინოს თემის N2 სკოლაში ბუნებისმეტყველებისა და სპორტის მასწავლებლებმა დიდაქტიკური თამაშის ფორმით ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაატარეს
13-02-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ, რომელშიც ბავშვები აქტიურად ერთვებიან.

მათ შორის, 10 თებერვალს, სკოლის მე-6 კლასში ბუნებისმეტყველებისა (ანნა წულაია) და სპორტის (პერმენ ჯანჯღავა) მასწავლებლებმა დიდაქტიკური თამაშის ფორმით ერთობლივი, ინტერაქტიული გაკვეთილი „ჩონჩხი და ვარჯიში“ ჩაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი განვლილი საკითხის - „ადამიანის ჩონჩხი“ შეჯამება და ცონის ცხოვრებისეულ მოვლენებთან დაკავშირება იყო.

„პარმენ მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეს ორ-ორი ვარჯიში შესთავაზა. მოსწავლეს უნდა ამოეცნო და დაესახელებინა რომელი ძვლები და სახსრები მონაწილეობენ ამა თუ იმ ვარჯიშის შესრულებაში“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნულ აქტივობებს დიდი ხალისითა და მონდომებით გაართვეს თავი. 

„გაკვეთილი შევაჯამეთ მინი დისკუსიით, თუ რატომ არის საჭირო ვარჯიში და სპორტი. მადლობა თითოეულ მონაწილეს!“, -  აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარებათ. ამის მეშვეობით ისინი განვლილ საკითხს კარგად ეცნობიან და მეტად ამახსოვრდებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203