ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა ლომსაძე სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში წარმატებით გადავიდა
13-02-2023

წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში და წარმატებასაც აღწევენ.

მათ შორისაა XII კლასის მოსწავლე დიანა ლომსაძე, რომელმაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა. 

მოსწავლე ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა. დიანა ლომსაძე გეოგრაფიის ოლიმპიადაში მონაწილეობს. მისი მასწავლებელი კი თამილა კოპაძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეს მიღწეულს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, მოსწავლესა და მასწავლებელს ამ მიღწევას და ვუსურვებთ, კვლავ წარმატებულად ეასპარეზოს მესამე ტურში და ესახელებინოს სკოლა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203