კალისტრატე სალიასადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ჯგალის თემის საჯარო სკოლაში
13-02-2023
კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში, კალისტრატე სალიასადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით „დიდი კალისტრატე“, ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე ნინო და კალისტრატე სალიების სახელობის კაბინეტი გაიხსნა, სკოლის ეზოში კი მემორიალი დაიდგა.

ღონისძიება 2 და 3 თებერვალს ჩატარდა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს დიდი მეცნიერის ბიოგრაფიული ცნობები, გაეცნენ მის ცხოვრება - მოღვაწეობას. ვიდეოკოლაჟის საშუალებით სტუმრებმა იხილეს ის ადგილები,  სადაც დაიბადა და ცხოვრობდა ბატონი კალისტრატე. ღონისძიებას ამშვენებდა ქორეოგრაფიული ნომრები, გაჟღერდა ლექსები და სიმღერები.

საზეიმო ვითარებაში მოხდა წითელი ლენტის გაჭრა და მისი სახელობის კაბინეტის გახსნა.

3 თებერვალს სკოლაში ჩატარდა კონფერენცია - კალისტრატე სალია.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები:

1. კალისტრატე სალიას ცხოვრება და მიღვაწეობა - მომხსენებელი ვერიკო ნაჭყებია;
2. დიდი წალენჯიხელი - მომხსენებელი ნინო კვარაცხელია;
3. „ბედი ქართლისას“ დაარსების ისტორია -მომხსენებელი ცოტნე ჩანგელია;
4. „ბედი ქართლისა“ - გზა ევროპული ფასეულობებისაკენ - მომხსენებელი ნინო კვარაცხელია;
5. კალისტრატე სალიას პუბლიცისტიკა -მომხსენებელი მალხაზ ხარჩილავა;
6 .ნინო სალია - ბატონ კალისტრატეს მეგობარი და თანამებრძოლი - მომხსენებელი ლიზი ბობოხია.

კონფერენციის საპატიო სტუმარმა, რევაზ სალიამ შეაჯამა კონფერენცია, მოსწავლეებს მიაწოდა საინტერესო ფაქტები კალისტრატე სალიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

კონფერენციის დასასრულს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში ერთი ლამაზი, კოხტა მთა-გორებით გარშემოტყმული სოფელი ჯგალი მდიდარია თავისი წარსულითა და ტრადიციებით დასაბამიდან დღემდე. ამ მასქურის ჰაერითა და „ლაკადური“, სულით გაჯერებულ კუთხეში დაირწა დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის კალისტრატე სალიას აკვანი. ჯგალის თემში არსებული სკოლაც სწორედ ამ დიდი ადამიანის სახელს ატარებს“, -აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203