თხილვანის საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
13-02-2023

ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში კლასგარეშე მუშაობა აქტიურად გრძელდება. 

სკოლაში წიგნზე - „ცოდნის ყულაბა“ დაყრდნობით, ვიქტორინის II ტური გაიმართა.

ვიქტორინა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები კონკურსში ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიქტორინა ერთ-ერთი სახალისო, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული და მამოტივირებელი აქტივობაა. ვიქტორინისთვის მზადება, მეცადინეობა მოსწავლეს უვითარებს წიგნთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, ხოლო თავად ვიქტორინა, მოსწავლეებს უქმნის კონკურენტულ გარემოს და დააფიქრებს საკუთარ შესაძლებლობებზე, ძლიერსა და სუსტ მხარეზე. 

„წიგნი - „ცოდნის ყულაბა“ საკონკურსო წიგნია, რომელიც შედგენილია მრავალფეროვანი დახურული ტესტებით და დაკომპლექტებულია კლასების მიხედვით. წიგნი 2 ნაწილად გამოიცემა: I ნაწილი I-VI კლასებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო II ნაწილი VII-X კლასებისთვის. წიგნი დამატებითი დამხმარე რესურსია სასწავლო პროცესში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ვიქტორინას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ლია გორგაძე და ნინო ქამაშიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203