დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები დაამზადეს
23-04-2018

დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

სკოლის აღსაზრდელებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები დაამზადეს და ქუჩაში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ეკოლოგიის მიმართ მოზარდთა ინტერესის გაზრდას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

22 აპრილს მსოფლიოში  დედამიწის დღეა ღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203