ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მივიწყებული ნივთების გამოფენა მოაწყვეს
13-02-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მათი ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად სკოლაში, ისტორიის პედაგოგმა, ნანა ფოლადიშვილმა და მე-5 კლასის მოსწავლეებმა მივიწყებული ნივთების გამოფენა მოაწყვეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ნივთები და სათამაშოები. მოსწავლეებმა მივიწყებული თამაშობებიც გააცოცხლეს. ამასთანავე, გამართა ძველი მულტფილმების ჩვენება, რომელსაც 1-ელი -მე-3 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203