„საგადასახადო სისტემა საქართველოში“ -ბიწმენდის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა lX კლასის მოსწავლეებთან პროექტის საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა
10-02-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათი ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა თუ პროექტებით ცდილობენ.
მათ შორის, 7 თებერვალს, მათემატიკის მასწავლებელმა, ქეთევან სიმონიშვილმა lX კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა პროექტის - „საგადასახადო სისტემა საქართველოში“ პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა პროგრამული მასალა და საპრეზენტაციო მასალა შესანიშნავად დაუკავშირეს ერთმანეთს და შეძლეს ძალიან პრაქტიკული და საინტერესო ამოცანების ამოხსნა, რომლებიც უკვშირდებოდა საგადასახადო სისტემას საქართველოში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და საბუნებისმეტყველო კათედროს წევრები.