თბილისის N119 საჯარო სკოლის 2021 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
10-02-2023
თბილისის N119 საჯარო სკოლის 7 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კუთვნილი ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცა. 

2021 წელს სკოლა მედალზე დაამთავრეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

  1. ლუკა გელაშვილმა,
  2. აკაკი გაბაძემ,
  3. ელენე აბრამიშვილმა,
  4. ქეთი ხუციშვილმა,
  5. ანა მირიანაშვილმა,
  6. გიორგი ჭინჭარაულმა
  7.  შოთა ხიზანიშვილმა.
წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„N119 საჯარო სკოლის ღირსეულ მოსწავლეეებს ვულოცავთ დამსახურებულ მედლებს და ვუსურვებთ კვლავაც წარმატებულ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203