ქსოვრისის საჯარო სკოლის ლიდერმა მასწავლებლებმა განმავითარებელი შეფასების შესახებ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს
10-02-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიული განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში აქტიურად მონაწილეობენ.

10 თებერვალს, საბაზისო პროგრამაში ჩართულმა ლიდერმა მასწავლებლებმა განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით, სკოლის პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს.

შეხვედრას სხვადასხვა საგნის პედაგოგები და დირექტორი ესწრებოდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა სადისკუსიო რეჟიმში წარიმართა, მასწავლებლებმა მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით პასუხები მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები პედაგოგების მოტივაციის ამაღლებისთვისა და პროფესიული უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203