თბილისის N60 საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრები დაიწყო
10-02-2023

თბილისის N60 საჯარო სკოლის დირექცია სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავს. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში დირექციამ მშობლებთან შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა სკოლის სააქტო დარბაზში, მე-9 კლასის მოსწავლეების მშობლებთან გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის როლზე გამახვილდა. მშობლებმა აღნიშნულ დღეს სასკოლო ცხოვრების შესახებ საჭირო ინფორმაცია ამომწურავად მიიღეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმათა.

„შეხვედრები გაგრძელდება ყოველ პარასკევს და დირექცია ეტაპობრივად შეხვდება ყველა კლასის მშობლებს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203