
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის წარჩინებული კუსრდამთავრებული - ყარაზაქირ ოღლი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
მედალი მოსწავლეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის სკოლაში საზეიმოდ გადაეცა.
2020-2021 სასწავლო წლის ვერცხლისმედალოსანს სკოლა მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
აღსანიშნავია, რომ ვერცხლის მედალი სკოლის კუსრდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8.