შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ
10-02-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა წიგნიერი და ინტელექტუალური თაობის აღზრდას, სწორედ ამიტომ კითხვის პოპულარიზაციის კუთხით, სკოლა აქტიურად მუშაობს.
რასაკვირველია, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესაც არ ჩაუვლია აღნიშვნის გარეშე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საყვარელი წიგნები და წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოებიდან ამონარიდები.
ღონისძიებას, ლიტერატურული სალონის -„ივერია“ , ხელმძღვანელი რუსუდან ცეცხლაძე უძღვებოდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს