„დავითობა-950“ - ბათუმის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი
10-02-2023

წელს, დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წელი შესრულდა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ბათუმის N3 საჯარო სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაია ჯაფარიძემ და ისტორიის მასწავლებელმა ლია ჯალაღანიამ მე-6გ კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი, თემაზე - „დავითობა-950“.

პედაგოგებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ღვაწლზე, დავითის ეპოქაზე, მის მიღწევებზე; დავითზე - როგორც ლიტერატურულ პერსონაჟზე. მოსწავლეებმა წაიკითხეს და გაიხსენეს წინა წლებში შესწავლილი დავით მეფისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და წარმტაცი აღმოჩნდა. 

ინტეგრირებულ გაკვეთილს დირექტორის მოადგილე ლიანა ოსიძე ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203