ნიგოითის საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ეკლესია მოინახულეს
10-02-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის, თამილა ასკურავას ხელმძღვანელობით სამეგრელოში, აბაშის რაიონის სოფელ გოლუბანში იმყოფებოდნენ.
გასვლითი აქტივობა, პროექტის ფარგლებში მოეწყო, რომელიც გულისხმობს საქართველოს რომელიმე კუთხის გაცნობას.
მოსწავლეებმა უძველესი წმინდა გიორგის ეკლესია ინახულეს, სოფლის წარმოშობის ისტორიას გაეცნენ, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი კვლავაც გრძელდება. მონაწილეები სასკოლო საზოგადოებას ბევრ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს