კერძო სკოლა „თაობის“ მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ 
10-02-2023

ბათუმის კერძო სკოლა „თაობაში“ პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, შეხვედრა ჩატარდა. 

სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, წითელი ჯვრის საზოგადების ტრენერმა - სალომე დოლიძემ მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების თემაზე ტრენინგი ჩაუტარა. 

სწავლება მიზნად ისახავდა გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის საჭირო ცოდნის მიღებას.

მოსწავლეებს ტრენერმა პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტები და ქმედებები ასწავლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203