ელიტური სკოლა „გორდას“ პირველკლასელები ჭადრაკს ხალისით სწავლობენ
10-02-2023

ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ მოსწავლეთა ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამიტომ სკოლაში ინტელექტუალური თამაში - ჭადრაკი მაღალ დონეზე ისწავლება.

საგნის შესწავლა I/ I კლასის (დამრიგებლები - ინდირა აბაშიძე და ნატალია დიმიტრაძე) მოსწავლეებმა ხალისით დაიწყეს.

პედაგოგები მოსწავლეებს საგანს მეტად საინტერესო აქტივობებითა და მეთოდებით ასწავლიან. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით არიან ჩართულნი. 

„ჭადრაკი ბავშვებს უფრო ჭკვიანს ხდის, აუმჯობესებს მათემატიკურ უნარ-ჩვევებს, დადებითად მოქმედებს აკადემიურ მოსწრებაზე, კავშირშია ყურადღებასთან, მეხსიერებასთან, ლოგიკურ აზროვნებასა და ამოცანების ამოხსნასთან“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203