კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
10-02-2023

მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

„სხივი“ „დავითობას“ საინტერესო პრეზენტაციებით გამოეხმაურა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისტორიის მასწავლებელმა, ეკა ჯღარკავამ მოსწავლეები ჯერ სკოლის ბიბლიოთეკაში, შემდეგ კი მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შეკრიბა. დავით მეფის ღვაწლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს. მათ მიერ მოპოვებულ მასალებში სიღრმისეულად იყო განხილული დიადი მეფის ცხოვრების გზა.

რამდენიმე მოსწავლემ დავით აღმაშენებლის პორტრეტიც შექმნა.

აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლა „სხივში“ მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და საქართველოს ისტორიის სიღრმისეულ სწავლებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203