ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღნიშნეს
10-02-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ლიანა დუმბაძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია მეფის შესახებ, გაიხსენეს მასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები, ერთმანეთს აქამდე უცნობი ინფორმაციები გაუზიარეს და საქართველოს ისტორიაში დავით აღმაშენებლის ღვაწლი და როლი განსაზღვრეს. 

შეხვედრა ძალიან ინტერაქციული და ინფორმაციული იყო.

მსგავსი აქტივობებით მოსწავლეებს უმაღლდებათ ცნობიერება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ეჩვევიან ინფორმაციის მოძიებას და საჯაროდ გამოსვლებში იწაფებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203