ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში, წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა
10-02-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში წიგნიერების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით სკოლა არაერთ საინტერესო აქტივობას ატარებს.

მათ შორის აღსანიშნავია, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა, რომელშიც მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში პრეზენტაცია მოეწყო, მოსწავლეები საინტერესო ლიტერატურას გაეცნენ და ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობები ჩატარება წიგნიერი თაობის აღზრდისა და სკოლაში კითხვის კულტურის დანერგვისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203