
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამ მიზნით, სკოლაში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრის ისტორიის მასწავლებლ გულნაზ აფციაურის ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის 950 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ბავშვებმა დავით აღმაშენებლის ღვაწლისა და თავდადების შესახებ ისაუბრეს. მეფის შესახებ ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს. ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები აუცილებელია, რათა მოსწავლეებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ ქვეყნის ისტორიის შესახებ.
იხილეთ ფოტოები: