
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და შესაბამისად საქართველოს ისტორიის სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
8 თებერვალს, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე- 8 კლასელებმა, დამრიგებელისა და ისტორიის პედაგოგის ნანა მაისურაძის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სახელოვანი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
ღონისძიებას წინ კომპლექსური დავალება უძღოდა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა დავით IV-ის პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული საქმიანობის შესახებ.
„ყველაფერი დავით აღმაშენებელზე“ - სწორედ ამ თემაზე გაიმართა კონკურსი, სადაც ჯგუფებად დაყოფილ მონაწილეებს უნდა გამოევლინათ ცოდნა დიდი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთმანეთს ცვლიდა კითხვებზე პასუხები, დავით მეფის სამხედრო, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საქმიანობის ქრონოლოგიური დალაგება, მოწინააღმდეგე გუნდების დასმულ შეკითხვებზე ლიდერების მიერ პასუხის გაცემა, რებუსების ამოხსნა და სხვა.
გუნდები პასუხისმგებლობით, დიდი მონდომებით ასრულებდნენ შეთავაზებულ დავალებებს. ბოლოს, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და დასახელდა წარმატებული ლიდერი.
იხილეთ ფოტო: