ჭიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - დავით ბაქრაძემ და მარიამ ბახტურიძემ კრივში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
10-02-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეების - დავით ბაქრაძის და მარიამ ბახტურიძის სპორტულ წარმატებას აღნიშნევენ.
მოსწავლეებმა კრივში, ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზეს.
ჩემპიონატში დავით ბაქრაძემ მე-2 სპრიზო ადგილი დაიკავა, მარიამ ბახტურიძემ კი პირველი ადგილი დაიმსახურა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატი, ახალგაზრდა მოკრივეთა შორის 31-იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა.
ჭიაურის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებას უსურვებს.