სატივის საჯარო სკოლში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოეწყო
10-02-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლამ, პროექტის - „ჩვენი ჯარი“, ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

პროექტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთობლივად ახორციელებს.

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს, სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით გააცნეს საკითხები:

  • თავდაცვის ძალების ისტორია;
  • ამოცანა;
  • თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები;
  • თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები;
  • ნატო-საქართველოს ურთიერთობები და  საერთაშორისო მისიები;
  • საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაციები.

მოსწავლეებისთვის შეხვედრა ძალიან საინტერესო, ინტერაქციული და ინფორმაციული იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203