„შთაბეჭდილებები და ემოციები“- დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
10-02-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია, რომელსაც მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. პედაგოგები კი ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ და მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, ხელოვნების გაკვეთილზე, პედაგოგ ქეთევან ჩიქვანაიას ხელმძღვანელობით, ჩატარდა კომპლექსური მუშაობა თემაზე - შთაბეჭდილებები და ემოციები (ქვეთემა - საცირკო წარმოდგენა).

მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით გაეცნენ საცირკო სამყაროს და შემოქმედებითად იმუშავეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203