ვახანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
10-02-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. ღონისძიებას ორგანიზება მათემატიკის პედაგოგმა, ლაური ღონღაძემ გაუწია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი ინტეტესითა და მოტივაციით სავსე მოსწავლეები აქტიურად პასუხობდნენ შეკითხვებს. ძალიან საინტერესოდ წარიმართა თამაში. ფინალში სამი გუნდი გადავიდა. ისინი შეკითხვებს ყოველ ოთხშაბათს მრგვალ მაგიდასთან უპასუხებენ.
სკოლაში ღონისძიების ორგანიზატორსა და მასში ჩართულ მოსწავლეებს მადლობას უხდიან.
„მადლობა პროექტის ორგანიზატორს, მათემატიკის პედაგოგს, ქალბატონ ლაური ღონღაძეს. მადლობა ბატონ მამუკა ჭიპაშვილს ვიდეოშეკითხვისთვის, რომელიც სიურპრიზი იყო მოთამაშეთათვის და ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო. წარმატებები მომავალ თამაშში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს