რცხილათის საჯარო სკოლის მოსწავლე „ჭიათურის ეტალონში“ საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა
23-04-2018
„ეტალონმა“ მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი ჭიათურაში ჩაატარა და „ჭიათურის ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა. 

ჭიათურის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებას ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე, მერის თანაშემწე ნოდარ ჩაჩანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, რესურსცენტრის უფროსი ნუგზარ მიროტაძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

საუკეთესო ცხრა მონაწილეს შორის რცხილათის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თამარ გოგსაძემ მეორე ადგილი დაიკავა. 

რცხილათის სკოლის დირექცია და მასწავლებლები ამაყობენ ამ მიღწევით:

„რცხილათის სკოლის დირექცია და მასწავლებლები ამაყობენ ამ მიღწევით. მადლობას ვუხდით თამარს იმ დიდი წარმატებისთვის და აღიარებისთვის, რაც მან რცხილათის სკოლას მოუტანა. ღმერთმა ამრავლოს თამარის მსგავსი მოსწავლეები ჩვენს სკოლაში,“ - აღნიშნავენ სკოლის წარმომადგენლები. 

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203