
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებში ლოგიკური და სხარტი აზროვნების განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „რა? სად? როდის?“, რომლის მე-4 ტურიც (ხელძღვანელი - მათემატიკის მასწავლებელი მანანა კაკაჩია), სკოლაში 8 თებერვალს გაიმართა.
„საინტერესო, დაძაბულ ორთაბრძოლაში ჩვენდა სასიხარულოდ, ერთნაირი ქულები მოიპოვეს: მერვე, მეცხრე-მეათე და მეთორმეტე კლასელთა გუნდებმა“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ფინალამდე დარჩა სამი ტური. შეჯიბრი კი ამის გათვალისწინებით, უფრო სახალისო და აზარტული ხდება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები და აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს. ისინი ასევე გუნდურ მუშაობას ეჩვევიან და ერთმანეთს უფრო უახლოვდებიან.
იხილეთ ფოტოები: