ყვარლის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
23-04-2018
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. 1990 წლიდან ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით,  ყვარლის N2 საჯარო სკოლაში, სადაც „ეკოკლუბი" ფუნქციონირებს, ღონისძიება მოეწყო.  

წარმოდგენაში მონაწილეობდნენ  VI კლასის მოსწავლეები, 2016 წლის ეკოსპიკერი  გიორგი ავაზაშვილი,  „ეკოკლუბის“ წევრები (მარიამ ავაზაშვილი, თეკლა ჭუნიაშვილი) და  კლუბის ხელმძღვანელი ირინა დათუკიშვილი. 

წარმოდგენაზე ნაჩვენები იყო ბავშვების მიერ ხელით დამზადებული პლაკატები, ასევე, მე-6 კლასელების მიერ შესრულებული სიმღერები და ლექსები. 

სკოლის დირექციის შეფასებით, ღონისძიება ძალიან საინტერესო გამოვიდა. 

დედამიწის დღე, - ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს. 1969 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ იუნესკოს კონფერენციაზე, მშვიდობის აქტივისტმა ჯონ მაკკონელმა წამოაყენა აზრი შექმნილიყო დედამიწის და მშვიდობის ცნების პატივსაცემი დღე და ის პირველად აღნიშნულიყო 1970 წლის 21 მარტს, გაზაფხულის პირველ დღეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.  მოგვიანებით, მაკკონელმა ამ დღის შესახებ გამოიქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერა გაეროს გენერალურმა მდივანმა უ ტანმა. ერთი თვის შემდეგ შეერთებული შტატების სენატორმა გეილორდ ნელსონმა გარემოზე სამსჯელოდ დააფუძნა ცალკე დედამიწის დღე, რომელიც პირველად 1970 წლის 22 აპრილს გაიმართა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203