ჩაისუბნის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა
09-02-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა.
ეს დღე, 8 თებერვალს სკოლამ შემეცნებითი ღონისძიებით - „ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები“, აღნიშნა. შეხვედრა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრ ისტორიის მასწავლებლის - მ. კაპანაძის ხელმძღვანელობით მოეწყო
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს დავით IV -ის ღვაწლისა და თავდადების შესახებ, რომლითაც მეფემ ასე შეაყვარა თავი ქართველობას და მადლიერების ნიშნად მასერმა „აღმაშენებელი“, უწოდა.