„ჩვენი ოცნების პარკი“- ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
09-02-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლა მეექვსეკლასელებმა საინტერესო პროექტი ჩაატარეს, თემაზე - ,,ჩვენი ოცნების პარკი“.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს მაკეტი, სადაც მათთვის საინტერესო დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება და შექმნეს ისეთი პარკის მოდელი, რომელზეც ოცნებობენ.

მსგავსი აქტივობებით, მოსწავლეებს უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ეჩვევიან.

„ცოტა ოდენი კრეატივი და მარჯვე ხელები. აი რა არის საჭირო ასეთი იდეების შესასრულებლად“, - აღნიშანვენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203