ხელვაჩაურის N1 სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
09-02-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში, წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები  ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს  კითხვისა და განათლების მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში. წაიკითხეს ოთარ ჭილაძის პოემა - „ადამიანი გაზეთის სვეტში“.

ღონისძიების მსვლელობისას ხატვის კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი, რომლის მიხედვითაც შექმნეს ილუსტრაციები, შემდეგ ჟიურიმ გამოავლინა მათ შორის საუკეთესო.

ესეების კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლემ წაიკითხა თავისი ნაშრომი, სათაურით -„რატომ ვკითხულობ“ ...

გამოვლინდნენ ასევე კითხვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებმაც სწორად უპასუხეს შეკითხვებს წიგნიდან - „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“.

ყველა მათგანს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ღონისძიების მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, იმის გაცნობიერება, რომ მოსწავლეთათვის, წიგნების კითხვა ყველაზე კეთილშობილური და საჭირო საქმიანობაა, რითიც შეიძლება დაკავდნენ.

„მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მარიამ ბოლქვაძეს, ასევე ყველა მონაწილესა და მსმენელს“, - აღნიშნავს სკოლის დირექცია.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203