ორთაბათუმის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა
09-02-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
1 თებერვალს, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სხვადასხვა სკოლების ბიბლიოთეკებში ერთდროულად ჩატარდა მოსწავლეთა შეხვედრები.
მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის „მოხევის სადღეგრძელო“ და ჩარლი ჩაპლინის „წერილი ჯერალდინას“, შემდეგ კი წაკითხულის ირგვლივ იმსჯელეს.
ორთაბათუმის საჯარო სკოლა ღონისძიებაზე მასპინძლობდა ყოროლისთავის, აგარის, ზედა წინსვლის და წინსვლის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო, გაეცნენ საინტერესო ლიტერატურას და თავიანთი დამოკიდებულებები გამოხატეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს