ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის კამპანიას შეუერთდნენ
09-02-2023
ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„მოსწავლეებმა გაიხსენეს სხვადასხვა ცნობილი ადამიანის სიტყვები - წიგნის შესახებ, ისაუბრეს კითხვის მნიშვნელობაზე. მათთვის დასამახსოვრებელი იყო აღნიშნული ღონისძიება“,- ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელიტა კახიძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს პირველი კლასიდანვე ასწავლიან.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს