საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი მოყვანილი მიკრომწვანილების პრეზენტაცია გამართეს
09-02-2023
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში, საინტერესო და ორიგინალური აქტივობა მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა მათივე ხელით მოყვანილი მიკრომწვანილები გამოფინეს.
2 თებერვალს, მე-5 და მე-7 კლასის მოსაწალეებმა, ქალბატონ მანანა გოგოლიძის ხელმძღვანელობით, სკოლის საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია თემაზე - „მიკრომწვანილი“.
პრეზენტაციაზე ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი მოყვანილი მიკრომწვანილი: მზესუმზირა, თალგამი, ხორბალი... აღწერეს, როგორ უნდა მოვიყვანოთ და როდისაა ყველაზე სარგებლიანი.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მიკრომწვანილი არის უგემრიელესი, ამინომჟავებითა და მიკროელემენტებით სავსე და ბიოენერგიით მდიდარი.
მთელი ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციისა თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ მიკრომწვანილი უამრავი ბენეფიტებით უნიკალური პროდუქტია ორგანიზმისათვის.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები გადაეცათ სიგელები.
„მადლობა გვსურს გადავუხადოთ მანანა მასწავლებელსა და ჩვენს მოსწავლეებს! წარმატებას გისურვებთ!“,- აღნიშნავს სკოლის დირექცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს