ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიალი საქმიანი შეხვედრით დაგვირგვინდა
09-02-2023
ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიალისა და სასწავლო დღის დაგვირგვინება იყო საქმიანი ვიზიტით, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის - ბეჟან წაქაძის, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის - გიორგი ამილახვარის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის - კახაბერ კუპატაძის და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლის - დავით კამლაძის სტუმრობა...
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, რომელზედაც ყურადღება გამახვილდა სკოლის ინფრასტრუქტურაზე, საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობასა და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესებში მიღწეულ წარმატებებზე.
„პრობლემებსა და მიღწევებზე ორიენტირებულ შეხვედრებს ყოველთვის მოაქვს სასიკეთო შედეგი, რაც კიდევ მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას“,- აღნიშნავს სკოლის დირექცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს