„და იდექ სვეტად საქართველოსა“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მერვეკლასელთა საინტერესო კონფერენცია
09-02-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო პროექტებს ახორციელებენ.

ამჯერად, სკოლაში, საკლასო კონფერენცია სახელწოდებით - „და იდექ სვეტად საქართველოსა“, გაიმართა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფერენცია საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში, ისტორიით გატაცებულ მე-8 კლასში ჩატარდა.

კონფერნეციაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციები მოამზადეს და ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს.

„მასწავლებელმა მოსწავლეებს პრეზენტაციის განმავითარებელი შეფასების სქემის მიხედვით დაუბრუნა უკუკავშირი“, - გვიყვება სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ისტორიის მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე, ხოლო კლასის ხელმძღვანელი სალომე ქობალია გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203