ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
09-02-2023
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა.
სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ქართველი ხალხის წინაშე დავითის IV დამსახურება, საინტერესო პრეზენტაციებითა და ლიტერატურული კომპოზიციით გააცოცხლეს წარსული და პატივი მიაგეს წმინდა მეფეს.
სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი სოფიო ობოლაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მართლმადიდებლური ეკლესია 8 თებერვალს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი 1125 24 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გარდაიცვალა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს