ხაშურის N2 საჯარო სკოლაში, პროექტის - „იცოდე შენი საქართველო“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
09-02-2023
დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლაში პროექტის - „იცოდე შენი საქართველო“ ფარგლებში , IV კლასმა, დამრიგებელ მარიანა ფერაძის ხელმძღვანელობით, შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

შეხვედრა 6 თებერვალს მოეწყო, ღონისძიების თემას- „საქართველოს  კუთხეების  გეოგრაფია და კულტურა", წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა უმასპინძლეს, პროექტში ჩართულ ხაშურის N3 და N8 მეოთხე კლასებს, პედაგოგებით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა სკოლებს შორის თანამშრომლობას და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში საქართველოს შესწავლას გეოგრაფიული, კულტურული, ისტორიული და ქართული სამზარეულოს თვალსაზრისით.

მოსწავლეებისთვის შეხვედრა ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203