იგოეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამერიკის საელჩომ საგანმანათლებლო გამოწვევაში მონაწილეობისთვის ოქროს დიპლომებით დააჯილდოვა
09-02-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეების გააქტიურება და მათთვის საინტერესო პროექტებში ჩართულობა მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კუთხით აღსანიშნავია პედაგოგ ნათია ფელიშვილის აქტივობა.
აქტივობა ეხებოდა 2022 წლის ზაფხულში ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ „წიგნის კითხვის საზაფხულო გამოწვევას“. პედაგოგის ინიციატივით, გამოწვევაში ჩაერთნენ იგოეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
ბავშვებმა წარმატებული მონაწილეობისთვის, ამერიკის ელჩის კელი დეგნანის ხელმოწერით ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
„2022 წლის ზაფხულში, ამერიკის საელჩომ წიგნის კითხვის საზაფხულო გამოწვევაზე განაცხადი გააკეთა. ეს გამოწვევა იმდენად საინტერესოდ მეჩვენა, რომ ჩემს მოსწავლეებს გავუზიარე და დღეს შედეგით მათთან ერთად ვხარობ. ჩემმა ოთხმა მოსწავლემ ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ხელმოწერით ოქრო დიპლომები დაიმსახურეს.
გილოცავთ და კვლავ წარმატებას გისურვებთ, პატარა ვარსკვლავებო! მადლობა, ამერიკის საელჩოს ქუთაისის კუთხეს დახმარებისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი ნათია ფელიშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს