ხონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
09-02-2023

ხონის N4 საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, 8 თებერვალს შეხვედრა გაიმართა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრას მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები: უფროსი ლეიტენანტი - რეზო შველიძე და სერჟანტი - მამუკა ჩაჩანიძე უძღვებოდნენ.

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში პრეზენტაციების მეშვეობით, თავდაცვის ძალების ისტორია, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს.

მათ მოსწავლეებს ასევე საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სტუმრებმა მოსწავლეებთან ასევე ისაუბრეს, თუ როგორ შეუძლიათ თავდაცვის ძალებში მოხვედრა და ამ სფეროში განათლების მიღება.

„თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირებისა და თითოეულო მათგანის გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.

შეხვედრა საინტერესო, ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203