
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღეს მოსწავლეებმა ღონისძიება მიუძღვნეს. მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. იმსჯელეს დავით აღმაშენებელის გატარებული რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებ, შეაფასეს მისი მმართველობა.
აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მართლმადიდებლური ეკლესია 8 თებერვალს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი 1125 24 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გარდაიცვალა.
იხილეთ ფოტოები: