ოზურგეთის N2 სკოლის მეხუთეკლასელებმა ინგლისურენოვანი პროექტის საინტერესო ფინალური პრეზენტაციები გამართეს
09-02-2023

ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავების მიზნით, საინტერესო პროექტებსა და აქტივობებში რთავენ.

ამჯერად, სკოლის V კლასში, ინგლისურენოვანი პროექტის - „არაწესიერი ზმნები და კატა მაქსი“, საფინალო პრეზენტაციები გაიმართა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მომავალმა „მწერლებმა“, საკუთარ „გამომცემლობაში“ შექმნილი წიგნები ერთმანეთს ინგლისურ ენაზე წარუდგინეს.

„ეს იყო ფანტაზიისა და კრეატული აზროვნების საოცარი სინთეზი - ერთი სასწავლო ვიდეოს გაშინაარსება გრამატიკულ მასალაზე დაყრდნობით, ყოჩაღ ბავშვებო!“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ინგლისურ ენაში ცოდნას უღრმავეს. ისინი ცოდნის მიღებასა და განვითარებას ხალისით და მონდომებით აგრძელებენ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203