თბილისის N53 საჯარო სკოლაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, საერთაშორისო პროგრამა ხორციელდება
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამჟამად, პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის“ ფარგლებში, სკოლაში ხორციელდება ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა. ის მიზნად ისახავს, აღზარდოს აქტიური მოქალაქე, რომელის პასუხისმგებლობას აიღებს გარემოს დაცვასა და ზრუნვაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეკოსკოლების შვიდსაფეხურიანი პროგრამის მიზანია სკოლის მდგრადობა, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების ქცევის პოზიტიური ცვლილება მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად.
ეკოკომიტეტის წევრებმა სამუშაო თემად აირჩიეს „ნარჩენების მართვა და დანაგვიანება“ და ახორციელებენ მეორე საფეხურს - მდგრადობის აუდიტს.
პროგრამა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.