თხილნარის N1 საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა
09-02-2023
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივით, 1-ელ თებერვალს სხვადასხვა სკოლების ბიბლიოთეკებში ერთდროულად ჩატარდა მოსწავლეთა შეხვედრები, სადაც საჯაროდ წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის „მოხევის სადღეგრძელო“ და ჩარლი ჩაპლინის „წერილი ჯერალდინას“, შემდეგ კი დისკუსია გამართეს.

შეხვედრას ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე და რესურსცენტრის უფროსი ნერვესტან დიდმანიძე ხელმძღვანელობდნენ.  

სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში წიგნიერების პოპულარიზაციას. მსგავსი აქტივობებით, მოსწავლეებს წიგნის მიმართ ინტერესი უღვივდებათ და მათში წიგნიერების დონე მაღლდება, რაც მნიშვნელოვანი საკითხია ინტელექტუალური და პროგრესული თაობის ფორმირებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203