ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
09-02-2023

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ. პედაგოგები მათ საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეებმა (პედაგოგი - ლელა ლომთაძე) საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომლის თემაც ანეტა კაპანაძის - „სველი წერილი“ იყო.

დავალების ფარგლებში ბავშვებმა თეთრი ვეშაპის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, მის შესახებ ვარაუდები გამოთქვეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

აქტივობა ასევე მოიცავდა: რჩევების გაცემას კუნძულელი ბავშვებისთვის და წერილის მიწერას ვეშაპისთვის, თუ რა სახის შეკითხვებს დაუსვამდნენ მას.

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეთა უნარების გაუმჯობესებას ხელს უწყობს, რაც მათ მოტივაციასაც ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203