ფერიის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა
09-02-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობა ჩაატარეს.
მოსწავლეებმა დიდი მეფის შესახებ საინტერესო ფაქტები შეაგროვეს, თითოეულმა მათგანმა თანაკლასელებს ახალი ინფორმაცია გაუზიარა და ვიზუალიზაციისთვის აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია მოამზადა.
შეხვედრას ისტორიის პედაგოგი ლეილა მიქელაძე და კლასის დამრიგებელი ნინო შარაშიძე ხელმძღვანელობდნენ.
„დავით აღმაშენებელი, მეფე, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. მეფე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს. უდიდესია მისი დამსახურება საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე, ამიტომაც ქართველმა ხალხმა მადლიერების ნიშნად, მას აღმაშენებელი უწოდა და ამით სიყვარული და პატივისცემა გამოხატა სათაყვანებელი მეფისადმი.
დღესაც, 21-ე საუკუნეში დაუვიწყარია მისი ღვაწლი. ქართველი ხალხი ყოველი წლის 8 თებერვალს აღნიშნავს მისი ხსენების დღეს“, - ასე აფასებენ ქართველი ერის წინაში დიდი მეფის ღვაწლს სკოლაში და მის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს