თბილისის N60 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სამი საგნის ინტეგრირებულ პროექტზე იმუშავეს
09-02-2023
თბილისის N60 საჯარო სკოლის მე-9გ კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს საინტერესო და შემეცნებით პროექტზე, რომლის თემა გახლდათ - „რეპროდუქციული სისტემა - რა გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე მშობლის ჯანსაღი ცხოვრების წესი“.
პროექტი, ბიოლოგიის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნების ინტეგრირებით გაიმართა, რომელსაც პედაგოგები: თამარ მოსეშვილი და ეკა გიორგობიანი ხელმძღვანელობდნენ.
მსგავსი პროექტების საშუალებით, მოსწავლეებს უმაღლდებათ ცნობიერება კონკრეტული საკითხის მიმართ, სწავლობენ სხვადსხვა რესურსებით ინფორმაციის მოძიებას და საჯარო გამოსვლებს ეჩვევიან.
შეხვედრა ძალიან შემეცნებითად და საინტერესოდ წარიმართა.