ბახვის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
09-02-2023
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის კითხვის სიყვარულს პირველი კლასიდანვე უღვივებენ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა. მოსწავლეები საინტერესო ნაწარმოებებს გაეცნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაწყებითი კლასების პედაგოგებმა და სკოლის ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს საბავშვო წიგნები წაუკითხეს. უფროსკლასელებმა კი უპირატესობა „ვეფხისტყაოსანს“ მიანიჭეს, რომელიც კლასში ხმამაღლა წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად და უნარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს