ქუთაისის N40 სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
09-02-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეები საინტერესო პროექტებსა და აქტივობებში ერთვებიან. ამჯერად, სკოლაში დავითობის დღესასწაული მე-10 კლასელებმა საინტერესოდ აღნიშნეს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, მე-10 კლასში (დამრიგებელი - დიანა ზურებიანი, ისტორიის პედაგოგი - ვახტანგ შარადენიძე) სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის - „დავით აღმაშენებელი, 1 ნაწილი“ ჩვენება მოეწყო.  

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ბევრი ახალი, საინტერესო ინფორმაცია მიიღეს ჩვენი ყველაზე სახელოვანი და გამორჩეული მეფის შესახებ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დავითის პიროვნებამ, მისი განათლების მასშტაბებმა, ქვეყნის გაერთიანებისათვის დაუღალავმა ბრძოლამ და ღვაწლმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მეათეკალსელებმა ფილმის ჩვენების შემდგომ კითხვა-პასუხისა და აზრის გამოთქმის რეჟიმში გააგრძელეს გაკვეთილი.

„ამ აქტივობით მოსწავლეებმა და მასწავლებელმა მეფე დავითის ხსოვნას თავიანთი მოკრძალებული პატივი მიაგეს “, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203